Thursday, July 17, 2014

პროექტის სახელწოდება: ,,ჩემი სოფლის ღირსეული ადამიანები"

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ჩვენს გვერდით ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც მრავალ ღირსეულ სასიკეთო საქმეს აკეთებს, მათი მოღვაწეობის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის რამ. კარგი იქნებოდა მათი საქმიანობა გაეცნო ხალხს და ჩემი პროექტის დახმარებით ისინი საზოგადოებისათვის გაგვეცნო

პროექტის აქტუალობა:  პროექტის მიზანია ისეთი ადამიანების მოძიება, რომლებიც დღესდღეობით ,,ჩრდილში" დგანან, საზოგადოებამ ცოტა თუ იცის რამ მათი ღირსების შესახებ. მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებით და ინტერნეტში განთავსებით ისინი წარმოჩინდებიან, საზოგადოების წინაშე. მათი ცხოვრების შესწავლით მოსწავლეები შესძლებენ ამ ადამიანების წარმატებების და პრობლემების        გათავისებას,წარმატებები გზამკვლევად და მაგალითის მიმცემად გამოადგებათ ცხოვრებაში, დაიწყებენ მათი პრობლემების მოსაგვარებლად გზების ძიებას.

მონაწილეთა ასაკი - 12-15 წელი VII-VIII-IX კლასები
2014 წლის ოქტომბერი - 2015 წლის მაისი.
ღვაწლმოსილ ადამიანებთან შეხვედრა, ინტერვიუს აღება, კვლევა, დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე, მასალების განთავსება ბლოგში, ისტ-ის გამოყენება, ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, სურათების გადაღება, სტენდებისა ფოტოალბომის შექმნა, მასალების ინტერნეტში განთავსება.

მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტები) რაც შეიძლება შეიქმნას:
ღირსეული ადამიანების შესახებ ცნობების ელექტრონული ვერსია, ფოტოალბომი, სტენდები, შემოქმედებითი პრეზენტაციები, ბლოგები.

სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები შეიძენენ და გააუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარებს, ღირსეულ ადამიანებთან კონტაქტის მათი ნამოღვაწარის გაცნობა და მათი მიბაძვის სურვილი მოსწავლეებს ხელს შეუწყობს მომავალი პროფესიის არჩევაში. გაიღრმავებენ ისტ-ს უნარებს. ღირსეული მაგრამ ნაკლებად ცნობილი ადამიანების სააშკარაოზე წარმოჩენამ შეიძლება შეგვაძლებინოს იმ პრობლემების განსაზღვრა, რომლებიც მათ აქვთ და აღმოგვაჩენინოს ამ პრობლემების მოგვარების გზები.

სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი- ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში-ისტორიაში (ღირსეულ ადამიანებთან შესახვედრად ესტუმრებიან თავისი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს), გეოგრაფიაში (შეისწავლიან სხვადასხვა კუთხის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას), საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტებთან შეხვედრით და მათი მიღწევების გაცნობით გაუჩნდებათ ინტერესი ამ საგნებისადმი), საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით, ნამუშევრების განთავსებით ბლოგში და სხვა). ქართულ ენასა და ლიტერატურაში- შეიძენენ ინტერვიუს აღების უნარებს, გაიუმჯობესებენ წერისა და კითხვის ჩვევებს, გამოუმუშავდებათ კვლევის, დისკუსიის გამართვის უნარი, შემოქმედებითი უნარ-ჩვევები და სხვა.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) -    ვაჟა ტყეშელაშვილი

ხელმძღვანელის ელფოსტა:        vajatkeshelashvili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:   vajatkeshelashvili.blogspot.com



.